ჭიდილი ტკივილთან

428h4
ჰორიზონტზე მზის სხივები კიაფობენ,დაჰყურებენ მშფოთვარე ენგურს და ცდილობენ ტკივილი ცოტათი მაინც შემიმსუბუქონ…
აქ,ენგურის ხიდთან ჭიდილია სიკვდილ-სიცოცხლესთან, სიხარულსა და უბედურებასთნ, მზის სხივები აცხუნებენ, თუმცა გული აფხაზეთისა გაქვავებულია..მტკივა და მიხარია მასთნ სიახლოვე…
მე აქ ვცხოვრობ…ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც ჩემია თუ სხვისი ვერ გამიგია. ყოველ დილით ნელი ნაბიჯებით მივუყვები იმედის გზებს და ვცდილობ მოლიპულ გზებს გადავუხვიო. ვეჭიდები უიმედობას და მინდა იმედის სხივი ისე ძლიერ დავიჭირო, რომ ვერავინ ვერ მიწვდეს.
აქ, რუსული ტანკების გუგუნით გაიარა ჩემმა ბაშვობამ, ოცნებებ შემოძარცვულმა და უიმედომ.დღემდე ვეჭიდები ტკივილს, სანამ ძალმიძს, სანამ ჭიდილით არ დავამარცხებ ტკივილს,სანამ არ გავიფერადებ ოცნებებს.
აქ ულამაზესი პრინცესები ებრძვიან უზარმაზარ ურჩხულებს და ცდილობენ ლამაზ,ზღაპრულ პრინცებად გადააქციონ.აქ,უბრალოდო ვეჭიდები ტკივილს, რომ წართმეული ბავშვობის ზღაპარი დიდობაში მაინც გავილამაზო…

იღბალი თუ უბრალოდ მონდომება?

1150-iRbali..
სამყაროში არსებობს ადამიანთა ორი ჯგუფი:ერთ ნაწილს სჯერა იღბლის,ბედისწერის,მეორეს კი-არა!ძალიან ხშირად ადამიანები,რომლებსაც თავიანთი ბედნიერი ვარსკვლავის სჯერათ, ბედის დარტყმისაგან იტანჯებიან და სამწუხაროდ არც შთამბეჭდავი კარიერული წინსვლით და არც პირად ფრონტზე სერიოზული გამარჯვებით შეუძლიათ აიმაყონ.
უნდა ვირწმუნოთ თუ არა იღბალის არსებობის და როგორ მივიღოთ ცხოვრებაში ის,რაც გვსურს?!იქნება ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ მცირეოდენი მონდომებაა საჭირო და სხვა არაფერი.ბედზე ღრმად მინდობილი ადამიანები სულ ადვილად შეიძლება უბედურების მსხვერპლნი გახდნენ.გამართლება ,იღბალი- ეს ხომ ქიმერაა.ის თქვენზე არაფრითაა დამოკიდებული.თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს აუცილებელად უნდა დაუსვას შემდეგი ჯადოსნური სიტყვები:რა მინდა და რისი გაკეთება შემიძლია ჩემი მიზნის მისაღწევად სინამდვილეში? რა შესაძლებლობები მაქვს მე ამისთვის?მთავარია პირველ რიგში მონდომება.
ზომიერების გრძნობის დაცვა აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად.ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: თუ რაღც არ გამოგვდის ეს არ ნიშნავს, რომ მომავალშიც არ გამოგვივა.შეცდომების დაშვებისაც ნუ შეგეშინდებათ,შეცდომები ადამიანის სუსტ მხარეებს ავლენს ,ამის ცოდნა კი აუცილებელია.
და ბოლოს…თავს უიღბლოდ თვლი?მოდი,ეცადე გახდე იღბლიანი,ამისათვის უბრალოდ მოინდომე გააკეთო შეუძლებელიც კი.იღბალიც აუცილებლად გეწვევა,ის ძლიერი ადამიანების მეგზურია!

ენგურს აქეთ ახალი წელი

abxazeti_rkinigzis_xidi_engurze
აქ ახალი წელი ჩუმად დგება,ოცნებების ჩფიქრებასაც თითქოს მავთულხლართებით ემუქრებიან.ენგურს იქეთ, ჩბნელებულ ქუჩებში საახალწლო განწყობა მხოლოდ მოჩვენებითია და მხოლოდ სახლების საკვამურიდან გაისმის ჭიქების ჭახუნი,ქართული ტრადიციული სადღერგრძელოები.ენგურს აქეთ მხოლოდ ერთადერთი ოცნება არ კვდება, ოცნება დაბრუნებაზე.
ენგურს იქეთა საქართველოს ზეცას ლამაზი ფეიერვერკი ამშვენებს,აქეთას კი ტყვიების ზუზუნი ურღვევს მყუდროებას.თითქოს ორი ცა გვაქვს ,ორი ცა ერთი პატარა საქართველოს თავზე.
ახალი წლის დადგომასთან ერთად ახალი იმედები იღვიძებს გულში და აქეთ გვჯერა , რომ იქეთ საქართველომდე არც თუ ისე შორია.

ფანჯრის მიღმა სამყარო

ku
ახალი წელი დგება და თითოეული ჩვენგანი ახალი იმედებით, სურვილებით და ოცნებებით ვხვდებით მას.ვაწყობთ ნაძვის ხეს, თითქოს ყოველი სათამაშოს დაკიდების დროს თითო სურვილს ვიფიქრებთ.ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ თბილი სახლი გვაქვს.ჩვენ ყოველ წუთს შეგვიძლია მოვეფეროთ ჩვენს ოჯახის წევრებს და ვერ ვიგრძნოთ დანაკლისი უბრალოდ ადამიანური სიახლოვისა.
ისინი ფანჯარაში იყურებიან და მათვის ყოველი ახალი იმედი ფანჯრის მიღმა არსებული სამყაროდან იბადება.მათ ფიქრებში მხოლოდ მოლოდინი ბუდობს,მოლოდინი ჩვენგან გაცემულ სითბოსა და სიხარულზე.მათ აქვთ თბილი სახლი, მაგრამ არა საკუთარი, მათ ყავთ მზრუნველი ადამიანები, მაგრამ არა ოჯახი. მათ ალბათ ისიც იციან რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ მაინც უანგაროდ სწამთ ჩვენი სასწაულების.ისინი დაუღალავად გველოდებიან ფარჯრებთან და უანგაროდ გვჩუქნიან სითბოს.
ნეტავ როგორ დგება 31 დეკემბრის 12 საათი ბავშვთა სახლებში? ჩვენ როცა ერთმანეთს საუკეთესო სურვილებს ვუსურვებთ და ახალი იმედებით ვაღბთ კარს ახალი წლის დასაწყისში, გვახსოვს თუ არა ვინმეს, ფანჯარაში მომზირალი ასობით სევდიანი თვალი.მათ დიდ ნაწილთან არც თვლის ბაბუა მიდის ხურჯინით დატვირთული და არც დედა გადაუსვამს თავზე ხელს.ისინი მხოლოდ ბავშვურ ოცნებებს ეპოტინებიან და ჩვენ შეგვიძლია ამ ოცნებების გამხორციელებას ხელი შევუწყოთ.
ვაჩუქოთ სითბო ბავშვებს და გავულამაზოთ უფერული ბავშვობა. ისინი გამუდმებით გველიან ჩვენ, გველიან და სჯერათ ჩვენი.ეს ხომ არც ისე რთულია,უბრალოდ მათ ქონდეთ ერთი უბრალო და თბილი დღე, დღე ,რომელიც ფანჯრის მიღმა სამყაროს გაათბობს.

ჩემი იდეალური ლიდერი

ჩემს იდეალურ ლიდერში ყველაზე მეტად მომწონს მისი გამბედაობა.ის ყოველთვის სწორად და საინტერესოდ გეგმავს დღეს, მისი ყოველი დღე სწორად განაწილებულია და ყურადღების მიღმა არ რჩება თითქმის არაფერი.მუდმივად მოწესრიგებულია და სახეზე მუდმივი სავიზიტო ბარათი- ღიმილი ყველასთვის, უანგაროდ ახატია. მისი პოზიტივი გადამდებია. ჩემი ლიდერისათვის ყველა ადამიანი ღირებულია და მათ გულითადად უსმენს.ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია იცხოვროს სხვისი პრობლემებით, გულთნ ახლოს მიიტანოს სხვისი ტკივილი.
download (2)
ჩემი ლიდერი ღირებულებების მატარებელია და ყოველთვის სხვის სამსახურში უანგაროდ დგას. სიხარულსაც სხვებთან ერთად იზიარებს, მისთვის ადამიანების პრობლემები მხოლოდ საქაღალდეში ჩადებული საქმეები არაა.ის ნამდვილი მჭერმეტყველია,მისი სიტყვა ღირსეულია და სანდო,სწორად და ფრთხილად არჩევს სიტყვებს და თავისი სანდო თვალებით ჩემში სანდოობას კიდევ უფრო აძლიერებს.არ დაფრინავს და რეალურ სამყაროში სამოგზაუროდ არ დავყავარ,ყოველთვის ვიცი ჩემი აზრი, შეხედულება მისთვის მნიშვნელოვანია და ის იმაზე მეტი გულისყურით მისმენს მე ,ვიდრე მე მას.შეუძლია ჩემთნ , რიგით ერთ-ერთ გუნდის წევრთან ყავა უპრობლემოდ დალიოს საერთო სასადილოში, იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს და ყალბად არ იცინის.რაც მთავარია არასდროს ზემოდან არ უყურებს და ისიც ისეთივეა, როგორც ჩვენ ყველა დანარჩენი, მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებული თვისებებითაა გამორჩეული და სწორედ ამის გამო არის ლიდერი.
ჩემს ლიდერს კარგი გუნდი ყავს, მისი წარმატების გრანტიც სწორედ ეს არის.ის არაჩვეულებრივი ფსიქოლოგია და კარგად იცის ადამიანებთან საერთო ენა როგორ გამონახოს, არასდროს ყვება ემოციებს და რაც მთავარია კარგად და მოზომილად ახდენს თავისი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. შთამბეჭდავია მასთნ ურთიერთობა ,ჩემს იდეალურ ლიდერთან გატარებული ყოველი დღიდან მე ვიზრდები და ვსწავლობ.

A fine WordPress.com site